ევროპელმა პოლიტიკოსებმა პირადად მოისმინეს, როგორ წაართვა ოლიგარქმა ქართველ ხალხს არჩევნები. 8 ქვეყნის დელეგაცია მოხალისე დამკვირვებლებს შეხვდა. სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომიტეტების თავმჯდომარეებს საკუთარი თვალით ნანახი ფაქტები გააცნო. არჩევნების მოსაპარად ოცნებამ გამოიყენა ზემოქმედების ყველა მექანიზმი - ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება. შეხვედრაზევე გამოჩნდა, რომ ყველაზე ტოტალური დარღვევა ხმის ფარულობას უკავშირდებოდა.