ევროპარლამენტარები NATO-ს მოუწოდებენ, პატივი სცენ უკრაინის წინაშე დადებულ ვალდებულებებს და ის ალიანსის წევრად მიიწვიონ.
ევროპარლამენტში რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 38-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატების თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ NATO-ში უკრაინის "გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ დაიწყება და დასრულდება იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია".
რეზოლუციის მიხედვით, ვიდრე უკრაინა ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უნდა იმუშაონ უკრაინასთან, რათა შეიმუშაონ დროებითი ჩარჩო უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რომელიც ომის დასრულებისთანავე დაინერგება.
ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ინტეგრაცია როგორც NATO-ში ასევე ევროკავშირში გაზრდის რეგიონისა და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის კავშირებს.
ევროპარლამენტარებმა ამავე რეზოლუციით დაგმეს რუსეთის მიერ 6 ივნისს კახოვკას ჰეს-ის განადგურება და აღნიშნეს, რომ ამ ომის დანაშაულმა გამოიწვია მასშტაბური დატბორვა და ბუნებრივი კატასტროფა გამოიწვია.