ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ის X-ზე ავრცელებს.

"გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველების მიმართ, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!

დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან", - წერს ის.

ცნობილია, რომ ევროპარლამენტის დელეგაციაში ასევე არიან: ნატალი ლუაზო, ბერნარ გუეტა, მიხალ შტერბა, ტობიას კრემარი, რეინეიარ ვან ლანშსჰოტი