ხელისუფლების სატელიტ პუტინისტურ ძალას სანქციები ემუქრება. მოძალადე დაჯგუფება ალტ-ინფოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლებს მიმართავენ. ძალადობა - ესაა მთავარი დასაბუთება, რატომაც ალტ-ინფოს სანქციები უნდა დაეკისროს. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ დაუსჯელობაზე. ამასთან, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას.