ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა.

სანქციების ახალი პაკეტის მოიცავს 83 დამატებით პუნქტს, მათ შორის 48 ფიზიკურ პირსა და 35 სუბიექტს, ასევე, რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით სარგებლობა. პაკეტი ასევე შეზღუდვებს უწესებს 53 კომპანიას რომლებიც რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას.

სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

„უკვე სამი წელია, რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინას და ცდილობს მიითვისოს ის მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნის. სანქციების ეს ახალი პაკეტი მიმართულია არა მხოლოდ რუსეთის ფლოტის, არამედ მათ წინააღმდეგაც, ვინც მხარს უჭერს საფრთხისშემცველ ნავთობტანკერების მუშაობას, ბანკებს, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის და პროპაგანდისტულ საშუალებებს, რომლებიც ავრცელებენ სიცრუეს.

ეჭვგარეშეა, ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა გადაიხადოს და აიღოს პასუხისმგებლობა ამ ომზე. სანქციების თითოეული პაკეტი კრემლს ართმევს ომის წარმოების საშუალებებს. რუსეთის აგრესიის დასასრულებლად მოლაპარაკებების კონტექსტში, უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ მდგომარეობაში უნდა დავაყენოთ. სანქციები კი იძლევა ბერკეტს",- ამბობს კაია კალასი

კომისია მიესალმება საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას. ეს პაკეტი შექმნილია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით და არის ევროკავშირის ურყევი ვალდებულების ნაწილი უკრაინის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისადმი.