ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ტრანში დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ტრანში დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მხარდაჭერისთვის დაამტკიცა რიგით მეოთხე ტრანში, რომლის ოდენობაც 3.2 მილიარდ ევროზე მეტია.

როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხა უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერებასა და საჯარო ადმინისტრირების სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის მხარდასაჭერად 3.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის მეოთხე ტრანში, ძირითადი პირობებისა და რეფორმების დამაკმაყოფილებელი შესრულების შემდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ მეოთხე ტრანში 1 მილიარდი ევროთი ნაკლებია თავდაპირველად დაგეგმილზე, რადგან კიევმა არ შეასრულა ყველა დაპირებული რეფორმა.

ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში ტრანშები მჭიდრო კავშირშია უკრაინის გეგმასთან, რომელიც ასახავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი რეფორმების განხორციელების გრაფიკს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ცნობისთვის, ძალაში შესვლის დღიდან, უკრაინის დახმარების ფონდმა უკვე გასცა 6 მილიარდი ევრო დაფინანსების სახით.