საგანგაშო სიგნალი ევროპული სტრუქტურებიდან. "საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას" - წერია ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტში, ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. საქართველოზე მსჯელობას ევროპული საბჭოს ფორმატში ლიდერები 17-18 ოქტომბერს გეგმავენ. მანამდე დებატებია ევროპარლამენტში, სადაც რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტი ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვს. მიზეზი ქვეყნის პროდასავლური ტრაექტორიის რუსეთის სასარგებლოდ საბოტაჟია. ვითარება რომ კრიტიკულია, ადგილზე ადასტურებს ელჩი. პაველ ჰერჩინსკი ოცნების გამორჩეული სამიზნე გახდა, იმდენად რომ ოლიგარქის გუნდი გაძევებაზე ალაპარაკდა.