
ევროკავშირი უკრაინას, სესხებისა და გრანტების სახით, 2.3 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიჰალი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ეს თანხები უკრაინის აღდგენისთვის 10 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, დღეს რომში გამართულ შეხვედრაზე გამოცხადდა უკრაინის აღდგენის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის საწყისი კაპიტალი 220 მილიონი ევროა.
უკრაინის პრემიერის თქმით, ინიციატივის მიზანია კერძო ინვესტიციების სტიმულირება ისეთ კრიტიკულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და მრეწველობა.
"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია. ეს სამართლიანობის, მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხია", - აღნიშნა შმიჰალმა.