ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისგან თავი შეიკავოს

ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისგან თავი შეიკავოს

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

სტანოს განცხადებით, ბრიუსელი ქართული ოცნების გეგმით შეშფოთებულია, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს. მისი თქმით, ოცნების ეს დაპირება ქვეყნის დემოკრატიას გაანადგურებს, ხოლო დასავლეთს აიძულებს, ამას მკაცრი პასუხი გასცეს.

"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნა სტანომ და ხაზი გაუსვა, რომ პრულარიზმი EU-ში გაწევრიანების პროცესის საფუძველია.

20 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი.

ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.