ჩვენ მოვუწოდებთ, როგორც მომხსენებლები, გაიწვიოს საქართველოს ხელისუფლებამ ეს კანონი. ჩვენ ასევე ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებას პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე და ძალადობრივ შეტევას, დაშინების კამპანიას დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და პარლამენტარების წინააღმდეგ. ეს დაშინების კამპანიის გამოძიება არ მიმდინარეობს და არ არის შესაბამისად დაგმობილი ხელისუფლების მიერ. ამან შეიძლება ასეთი აქტები დაუსჯელობის აღქმამდე მიიყვანოს.
ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს გააჩნია შესაძლებლობა, დაძლიოს ის გამოწვევები, რომლებიც მის წინაშე დგას და აღიაროს თავისი მოსახლეობის უმაღლესი სწრაფვა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი და ჩვენ ველით თანამშრომლობასა და კონსტრუქციულ დიალოგს.
თქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ასამბლეის თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელამ. [სინქრონული თარგმანი]