ესტონეთის საგარეო: ვგმობთ ნიკა გვარამიას დაკავებას, EU-მა უნდა მოახდინოს რეაგირება

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების მიერ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, კოალიცია ცვლილებისთვის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება

ვკითხულობთ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ნიკა გვარამია 13 ივნისს დააკავეს. მოსამართლემ მას თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეცვალა.