ესტონეთის საგარეო ოცნებას: შეწყვიტეთ თავდასხმები ოპოზიციასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე

ესტონეთის საგარეო ოცნებას: შეწყვიტეთ თავდასხმები ოპოზიციასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები.

"ბათუმში, გვიან ღამით საქართველოს ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ესტონეთი შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკითხს ევროკავშირის დონეზე წამოაყენებს"- ნათქვამია განცხადებაში.

გვიან ღამით ბათუმში, სასატუმრო შერატონში თავს დაესხნენ ჟურნალისტსა და მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს. ქორიძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.

მისი ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.

სასტუმროში ასევე თავს დაესხნენ გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.