ესტონეთი რუსულ ბაზაზე: ვგმობთ, შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ესტონეთი რუსულ ბაზაზე: ვგმობთ, შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მათი თქმით, გმობენ გავრცელებულ განცხადებას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

"ესტონეთი გმობს გავრცელებულ განცხადებას რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის განზრახვაზე ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის 2008 წლის 6-სპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".