ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში

ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში

ესტონეთი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ესტონეთი არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.