ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ესპანეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ექვსი თვით გადაიბარა.
ესპანეთის მთავრობამ სანჩესის ვიზიტი რამდენიმე დღის წინ დააანონსა და განაცხადა, რომ ეს იქნება ქვეყნის თავმჯდომარეობის პირველი ნაბიჯი.
კიევში სანჩესი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და უმაღლესი რადას წინაშე გამოვა.
Ya en Kyiv.
He querido que el primer acto de la Presidencia española del Consejo de la UE, sea en Ucrania junto a @ZelenskyyUa.
Trasladaré a su Gobierno y al Parlamento toda la solidaridad europea.
Mantendremos el apoyo al pueblo ucraniano hasta que la paz regrese a Europa. pic.twitter.com/bPcvnYxNZZ