სულ მალე თავდაცვის მინისტრად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნება და ამით ყოფილი ლიდერის ძველ კაბინეტსაც დაიკავებს. ალასანიას გუნდით ხელისუფლებაში მოხვედრილი დეპუტატი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც პარლამენტიდან ახალ მთავრობაში გადაინაცვლებს. ფორმულას ინფორმაცია დადასტურდა, ჩიქოვანი ბურჭულაძეს შეცვლის. ამ ეტაპზე კობახიძის კაბინეტში სხვა ცვლილება არაა, მასთან სამუშაოდ ღარიბაშვილის დროინდელი მინისტრები დარჩნენ. ჩიქოვანმა ალასანიას პარტიიდან მინისტრობამდე დიდი გზა გაიარა. ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში ელჩად მიდის, მანამდე 4 თავისუფალი თვე აქვს.