თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო მეტროსადგური ვარკეთილი მგზავრებს ვერ მოემსახურება და მათ მიღებას დროებით წყვეტს.
მათი ცნობით, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან ვარკეთილისკენ.
სატრანსპორტოს განცხადებით, ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი - სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.