კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის რეპუტაციას. გლობალ ფაინენსმა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე ცუდი ქულით შეაფასა. არც ერთი სხვა ქვეყნის ბანკის ხელმძღვანელს ასეთი დაბალი მაჩვენებელი არა აქვს. ძირითადი მიზეზი სანქცირებული ფარცხალაძის დაცვაა, რომელსაც საერთაშორისო გამოცემა პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებულს უწოდებს.