უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ხერსონის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"ხერსონის რეგიონში რუსული არმიის მიერ დატოვებული ასაფეთქებელი ნივთიერებების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ტრაგედია ნოვოვორონცოვის თემის სოფელ მიროლიუბივკას ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მოხდა, ჭურვი აფეთქდა. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 27 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 68", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ ხერსონის ოლქის დაბომბვას სხვადასხვა იარაღით, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ ინფრასტრუქტურას.