თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ერდოღანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პუტინს შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელებისთვის.
გუშინ კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. კრემლის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ესმის "რუსეთის მხარის პრინციპული პოზიციის, მიაღწიოს შეთანხმების მეორე ნაწილის სრულ განხორციელებას - მოიხსნას ბარიერები რუსეთის აგრიკულტურულ პროდუქტებზე“.
რუსეთმა შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელების პირობებზე გასულ კვირაში ისაუბრა. პუტინის თქმით, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება მოსკოვი აფრიკის ქვეყნებს მარცვლეულს უფასოდ გაუგზავნის.