თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
23 იანვარს, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. ახლა მხოლოდ უნგრეთის პარლამენტია დარჩენილი, რომელმაც გაწევრიანების რატიფიცირება უნდა მოახდინოს.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.
ალიანში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმოაა საჭირო. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ.
ერდოღანმა მაშინ განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი "ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობდნენ". ის ასევე ქურთული ჯგუფების მიმართ იარაღის ექსპორტის კუთხით ფინეთის მხარდაჭერისადმი შეშფოთებას გამოთქვამდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ერდოღანმა თქვამ, რომ ფინეთმა დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა და გასულ წელს 2 ქვეყანას შორის თურქეთის უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით მუშაობის შესახებ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა. რის შემდეგაც თურქეთის პარლამენტმა ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. მანამდე, იგივე გააკეთა უნგრეთის პარლამენტმაც, რომელიც ანკარის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.
გასული წლის აპრილში ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.