ერდოღანის მტკიცებით, ისრაელი ღაზაში "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის"

ერდოღანის მტკიცებით, ისრაელი ღაზაში "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მტკიცებით, ისრაელი ღაზაში "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის".

"პალესტინაში, მთელი მსოფლიოს თვალწინ უპრეცედენტო ტრაგედია ხდება. იბომბება საავადმყოფოები, სკოლები, მეჩეთები, ეკლესიები და ლტოლვილთა ბანაკები. ამ სისასტიკეს არავითარი გამართლება არ აქვს", - თქვა ერდოღანმა.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა. ამის შესახებ მან პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი მზადაა, "დაიცვას ახლო აღმოსავლეთი დასავლური ქვეყნებისგან, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ომის გაღვივებას ცდილობენ".