ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით იმუქრება

ერდოღანი პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში შეჭრით იმუქრება

Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი შესაძლოა, ისრაელში შევიდეს, როგორც მან ეს ლიბიისა და მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში გააკეთა.

გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა სახის ინტერვენციას გულისხმობდა.

"ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები იმისთვის, რომ ისრაელმა მსგავსი რაღაცების პალესტინისთვის გაკეთება ვეღარ შეძლოს. როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში შევედით, შესაძლოა მსგავსი რამ მათაც გავუკეთოთ.არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამის გაკეთება არ შეგვიძლია", - განაცხადა ერდოღანმა.