ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი ზურაბ აბაევი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მათი ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აბაევი ოფისიდან გამოდიოდა.
"მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს-ს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი", - აცხადებენ პარტიაში.