ემიგრანტები ამომრჩეველთა სიაში

ემიგრანტები ამომრჩეველთა სიაში

"არჩევნებს არ მოგაპარვინებთ" - ასეთია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების განწყობა, ემიგრანტებს დრო ეწურებათ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ და ხმის მიცემა შეძლონ. ხელისუფლების მაქსიმალური ხელშეშლის ფონზე, მოქალაქეები თავად ეხმარებიან ერთმანეთს ამ პროცესში, აქტიურობა მაღალია. ჯერჯერობით საბოლოო რიცხვები უცნობია, მაგრამ ჩანს, რომ ხელისუფლების წნეხის მიუხედავად, რეგისტრაცია უპრეცედენტოდ ბევრმა ემიგრანტმა მოახერხა.