ელჩი: სანქციებს სჭირდება ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას - არა

არავის სურს რიგითი მოქალაქეების დასჯა, მაგრამ მოგვიწევს რეაგირება საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე. იმედი გვაქვს, არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუ ასე არ მოხდება, მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ.

სანქციების დაწესება ადვილი არ არის, მას სჭირდება ერთსულოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება. ეს არჩევნები გადამწყვეტია, მოგიწოდებთ, მიდით არჩევნებზე, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. ძალაუფლება თქვენს ხელშია, გადაწყვიტოთ თქვენი ქვეყნის მომავალი.

აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.