აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ "არცერთი ქვეყანა არ უჭერს საქართველოს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები".
ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა და მისი მოვალეობაა, გააღრმაოს პარტნიორობა საქართველოსთან.
"მსურს ჩემი გამოსვლა დავიწყო პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით, ეს არის მისი გამოსვლა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე. მან თქვა, რომ "ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან მჭიდროდ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან, ყველასთან ერთად, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. არ დავტოვებთ მომავალს დაუცველად იმათგან, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს ხედვას და ვიმუშავებთ, რომ იყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა". ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი პარტნიორობა, ალიანსი უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მომთხოვა მან, როდესაც აქ ჩამოვედი საქართველოში, რათა გაგვეღრმავებინა უკვე არსებული ჩვენი კარგი და ფართო თანამშრომლობა.
ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ნება, თავისუფლება და მზაობა, ამიტომ შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის. ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა გავაღრმაო საქართველოსთან ურთიერთობები და პარტნიორობა. [...] როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების სახით იყო საქართველოსთვის გაწეული, ეს არ არის მხოლოდ ციფრებით ასახული, ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია", - განაცხადა რობინ დანიგანმა.