ელჩი რუსულ კანონზე: კანონპროექტი არ არის ფრანგული

საქართველო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაღიარებთ. მას თავისუფლად შეულია მიიღოს სასურველი კანონი, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა როგორც საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა - საქართველოს მივესალმებით ევროპულ ოჯახში, რაც კარგად იცით. როგორც მეგობარი გეუბნებით, რომ საქართველოს, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ის კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. საფრანგეთშიც გვაქვს კანონები, რომლებიც პარლამენტში განიხილება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი.

თქვა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ რუსულ კანონთან დაკავშირებით.