ელჩი: რუსეთს სურს დემოკრატიის დესტაბილიზაცია დეზინფორმაციით, ამას აკეთებს საქართველოშიც

ჩვენი მხარდაჭერა კარგად არის კოორდინირებული - ევროკავშირი, NATO, დიდი შვიდეული. ჩვენ არ გვსურს, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. რუსეთს სურს ჩვენი დემოკრატიის დესტაბილიზაცია დეზინფორმაციით, პროპაგანდით, ის ამას აკეთებს საქართველოშიც, ასე რომ, ეს რუსეთის ხელწერაა. ის რაც რისკის წინაშე დგას, არ არის მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, არამედ ევროპის უსაფრთხოებაა.

განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.