ექიმი ჩიქოვანზე: შემოყვანილია ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა

ექიმი ჩიქოვანზე: შემოყვანილია ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა

ექიმის თქმით, ენმ-ის წევრს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.

"შემოყვანილია პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით. ზოგადი მდგომარეობა საყურადღეობოა. პაციენტს უტარდება კლინიკა-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი. რჩება კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად", - ამბობს ექიმი ჟურნალისტებთან.

ჩიქოვანს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იმყოფებოდა.