ეკონომიკის დუღილის და ორნიშნა ზრდის წელი - მდიდარი ხელისუფლება, მათი მდიდარი მშობლები, რომლებიც შვილებისთვის ხან ჩარტერებს ქირაობენ, ხან კი მილიონებს აჩუქებენ, ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის და თუ ვინმე შიმშილის ზღვარზეა, ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ან ქართული ოცნების დეპუტატებისგან განსხვავებით, მშობლებში ნაკლებად გაუმართლათ. მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი შვილების გამოკვებას და ელემენტარული საცხოვრებელი პირების შექმნასაც კი ვერ ახერხებენ, სოციალურად დაუცველები, ვისტისაც ხელისუფლება დღეში 1 ლარს და 70 თეთრს იმეტებს, ყოველ დღე უსმენენ საკუთარი ხელისუფლების პირველი პირების ტრაბახს, რომ მადლობა ღმერთს, მდიდარი ოჯახები ჰყავთ, ყოველ დღე უყურებენ როგორ პოზირებს ძვირადღირებული პლატოებით, სათვალით და საათებით მათი ქალაქის მერი და არწმუნებენ, რომ ქვეყანაში ყველა ისევე კარგად ცხოვრობს, როგორც მდიდარი ჩინოვნიკები - სინამდვილეში კი.. შაბათის ფორმულა გვაჩვენებს იმ რეალობას, რასაც ჩვენ, პრემიერისგან, მერისგან, დეპუტატებისგან თუ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყოველ დღე ვხედავთ.