ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ქუჩები დაიტბორა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ინფო რუსთავი ავრცელებს და ადგილიდან კადრებს აქვეყნებს.
მედიის ინფორმაციით, დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია - ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება.
გუშინ, გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გურიაც - უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.