საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მოძრაობა შეიზღუდა.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა.
უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს.