ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისსა და მარტვილში სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისსა და მარტვილში სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა და ბუხაიძის ქუჩა დატბორა. წყალი შევიდა სუპერმარკეტებში და მრავალსართულიანი სახლების დერეფნებში.

უხვი ნალექის გამო, ასევე, დატბორილია რამდენიმე ქუჩა, დაზიანებულია ავტომობილები.

გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოშიც.