ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ატენის ხეობაში - უხვი ნალექის გამო, მდინარე საცხენეთი ადიდდა და სოფელში გადმოვიდა.
დაზიანებულია ბოგირები, ამასთან, ერთ-ერთ უბანში მცხოვრები 8 ოჯახი სახლებში მისვლას წყლის ძლიერი ნაკადის გამო ვერ ახერხებს. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, რამდენიმე ადგილას დაზიანებულია გზაც.
ღვარცოფულმა ნაკადმა ელექტროგადამცემი ხაზების ბოძიც დააზიანა, თუმცა ენერგოპროს წარმომადგენლებმა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღადგინეს. ადგილობრივების თქმით, აუცილებელია, ადგილზე სპეცტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს.