ძლიერი საქართველო: რეჟიმი ისეთ პანიკაშია, ფორმალურადაც აღარ ელოდება ფარსს - თანადგომა ნიკას!

ძლიერი საქართველო: რეჟიმი ისეთ პანიკაშია, ფორმალურადაც აღარ ელოდება ფარსს - თანადგომა ნიკას!

კოალიცია ძლიერი საქართველო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას განცხადებით ეხმურება და თანადგომას უცხადებს მას.

კოალიციის თქმით, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.

"რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს.

გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.

როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.