იმ თაობას, რომელიც ახლა პროტესტის ავანგარდშია, საბედნიეროდ არ უცხოვრია დამპალ საბჭოთა კავშირში. იმისთვის, რომ ზუსტად სცოდნოდათ - რატომ არასოდეს უნდა დავბრუნდეთ უკან, ბევრი წაიკითხეს და გააზრებულად იციან, რატომ არა უკან. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის ბებია ან ბაბუა იმ აქციაზე იდგა, მაშინ გასული საუკუნის 80-იანების ბოლოს, სადაც პირველად გამოჩნდა პლაკატი - "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!"