კომუნისტური ხელისუფლება როგორ შეიცვალა, აქტიურად ვიყავი ჩართული მაშინ მრგვალი მაგიდის საარჩევნო კამპანიაში, შემდეგ, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, ვმონაწილეობდი ვარდების რევოლუციაში, შემდეგ, როდესაც სააკაშვილი შეიცვალა, ვმონაწილეობდი 2012 წლის ამბებში ორგანიზებიდან დაწყებული, პოლიტიკური ნაწილით დამთავრებული, ყველაფერში.
გეტყვით, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხვალ შეიცვლება ხელისუფლება ქვეყანაში.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დეტალებით შეიძლება ამაზე დასკვნის გაკეთება. როდესაც ხედავ, რომ თბილისიდან მიემართება უამრავი ადამიანი დასავლეთის მიმართულებით, გეტყვით, 2012 წელს რა მოხდა, 200 000 კაცით მეტი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე სააკაშვილი ელოდა, თორემ მათ რა გეგმაც ჰქონდათ, იმდენი ხმა აიღეს, უბრალოდ გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა და ხუმრობდნენ მაშინ, საქართველოს რაიონებში, რომ აღდგომას რომ არ ჩამოდიოდა ხალხი, ის ხალხი ჩამოვიდა არჩევნებზეო. ახლა დაახლოებით იგივე სიტუაცია არის, როდესაც ადამიანები ასე აქტიურად მიდიან ხმის მისაცემად და მეტსაც გეტყვით, რაიონებში კი არ მიდიან, 1000-700-900 ევროს იხდიან ადამიანები და მოდიან, საქართველოში ჩამოდიან, ამთხვევენ ამ არჩევნების დღეს და ემიგრაციიდან მოდიან აქტიურად იმისათვის, რომ ხმები მისცენ.
არის ერთი ძალიან სერიოზული სიმპტომი კიდევ, ეს არის ემიგრაციაში თვითონ ადგილზე დარეგისტრირებული ხმები. 2012 წელს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 12 000-მა ამომრჩეველმა, ახლა გარწმუნებთ, რომ 4-5-ჯერ მეტი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას ემიგრაციაში და ჩვენ იმაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ოცნების რა პროცენტი იქნება მაქედან. მე ვფიქრობ, ძალიან მცირე.
განაცხადა პარტია საქართველოსთვის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა კვირის ფორმულას ეთერში.