პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ მიაწვდის, მაგრამ მზადაა, MiG-29-ები გადასცეს.
"ჩვენ შედარებით მცირე რაოდენობის F-16 თვითმფრინავები გვაქვს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესს, ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრთან.
მაგრამ F-16 თვითმფრინავების რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, დღეს არ გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ [უკრაინისთვის] მათი გადაცემის საკითხზე", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დღეს დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრები რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ კოალიაციას უხელმძღვანელებენ, რაც უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ითვალისწინებს.