დონალდ ტრამპი ოფიციალურად დათანხმდა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას. რესპუბლიკური პარტიის 4-დღიანი ყრილობა კანდიდატის გამოსვლით დასრულდა. 78 წლის ტრამპმა საკუთარი რეკორდი მოხსნა. 2016 წელს მიმართვა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, წელს კი ტრიბუნაზე საათ ნახევრის განმავლობაში ლაპარაკობდა ინფლაციის შეჩერებაზე, გადასახადების დაწევაზე, მიგრაციის კრიზისისა და ომების დასრულებაზე. ტრამპმა ბაიდენის გარდა მისი წინამორბედები გააკრიტიკა და უკრაინაში ომთან ერთად საქართველოში რუსეთის შემოჭრა ახსენა.