დონალდ ტრამპი: ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე ძალიან წარმატებული იერიში მივიტანეთ

დონალდ ტრამპი: ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე ძალიან წარმატებული იერიში მივიტანეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ამერიკულმა ძალებმა "ძალიან წარმატებული" იერიში მიიტანეს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე.

მისი თქმით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის საჰაერო სივრცე უკე დატოვეს და "ყველა თვითმფრინავი შინ უსაფრთხოდ ბრუნდება".

"მივიტანეთ ძალიან წარმატებული იერიში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის, ფორდოზე, ნათანზზე და ისპაანზე. ყველა თვითმფრინავი უკვე ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ბომბების სრული პარტია მთავარ ობიექტზე, ფორდოზე ჩამოვაგდეთ. ყველა თვითმფრინავი შინ უსაფრთხოდ ბრუნდება.

ვულოცავ ჩვენს დიად ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო. ახლა მშვიდობის დროა! მადლობა ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის", - წერს დონალდ ტრამპი.

***

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თავდასხმა, რომლის შესახებაც თავად დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ტელემიმართვაში და სოციალურ ქსელში, განხორციელდა ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვულ სადგურებზე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას. შეტევაში გამოიყენეს B-2 ტიპის სტელს-ბომბდამშენები და 30-ტონიანი „ბანკერ-ბასტერები“ – GBU-57 ტიპის ბომბები, რომლებიც განკუთვნილია მიწისქვეშა ობიექტების დასაზიანებლად.