დოლიძე: პირველად ისტორიაში ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი ხალხისთვის პირადობის ჩამორთმევით

ჩვენ ვხედავთ იმედს და ნდობას, რომელიც გამოგვიცხადეთ თქვენ და ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე სხვადასხვანაირი საშუალებებით სამართლებრივი, არასამართლებრივი, კანონიერი საშუალებებით, იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი ევროპული არჩევანი.

ევროპულ მოძრაობას, ევროპულ ოპოზიციას მოგებული აქვს ეს არჩევნები, თქვენ არჩევნები მოიგეთ, ქართული ოცნება არალეგიტიმურია და ჩვენ ვაპირებთ ყველგან ეს დავადასტუროთ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ და ნელ-ნელა ვკრებთ უფრო მეტ ფაქტს ოცნების გაყალბების შესახებ, პირველად ისტორიაში.

ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ტრეფიკინგი, როდესაც მძევლად აიყვანეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირადობების ჩამორთმევით და აიძულეს მათ დარჩენილიყვნენ სახლში და ამით გამოიყენეს გაყალბების უდიდესი სქემისთვის რუსებთან ერთად, რის შედეგადაც გაგვიყალბეს არჩევნები.

განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.