დოლიძე: მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ სასახლეში

ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან, განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას, პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა რა თქმა უნდა ახალი არჩევნებია, პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად.

ამასთან, მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება.

ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, მხარდაჭერის ფორმა, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური, სამართლიანი და არა ძალადობრივი.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.