დმიტრო ლუბინეცი: რუსეთი ომის ყველა წესს არღვევს, დატყვევებულის სიკვდილით დასჯა დაუშვებელია

დმიტრო ლუბინეცი: რუსეთი ომის ყველა წესს არღვევს, დატყვევებულის სიკვდილით დასჯა დაუშვებელია

უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა კურსკის ოლქში ოკუპანტების მიერ დატყვევებული 9 უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა დაგმო.

გავრცელებული ინფორმაციით, მან წერილობით მიმართა გაეროსა და წითელ ჯვარს მოსკოვი ომის ყველა წესის დარღვევაში დაადანაშაულა.

უკრაინულმა ორგანიზაცია DeepState-მა, დრონით გადაღებული კადრები გამოქვეყნა, რომლებშიც ტყვედ ჩავარდნილი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცები ჩანან.

"ეს ქმედებები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დახუჭოს თვალი მსგავს დანაშაულებზე", - წერს ლუბინეცი Telegram-ზე.

კიევი რუსეთს დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯაში ხშირად ადანაშაულებს - ეს ჟენევის კონვენციის მიხედვით ომის დანაშაულია. ამ თვის დასაწყისში, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსებმა კონფლიქტის დაწყებიდან 93 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს.