დიდთოვლობა შტატებში

დიდთოვლობა შტატებში

შეფერხებული ავიამიმოსვლა, ჩაშლილი სასწავლო პროცესი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანი. შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთს ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. სტიქიას პენსილვანიაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ-იორკში კი დასრულდა 744-დღიანი პერიოდი თოვლის გარეშე.