დიდი რაოდენობის თანხის თაღლითურად მითვისების საქმეზე პროკურატურამ ადამიანზე ძებნა გამოაცხადა

დიდი რაოდენობის თანხის თაღლითურად მითვისების საქმეზე პროკურატურამ ადამიანზე ძებნა გამოაცხადა

​საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ინტერნეტ სივრცეში განათავსა ყალბი განცხადებები, რომლითაც მომხმარებლებს ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა. მან ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ 17 მოქალაქეებთან ჯამში 416 451 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, რის შემდეგაც მიიმალა.

"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.