დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შეპსი იქნება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შეპსი იქნება

გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი ეყოლება. ბენ უოლესს, რომელმაც ამ თანამდებობაზე 4 წელი იყო, გრანტ შეპსი შეცვლის.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს შეპსის მეხუთე თანამდებობაა მინისტრთა კაბინეტში. ის იყო ენერგეტიკის მინისტრი, ტრანსპორტის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბენ უოლესმა, რომელიც თავდაცვის მინისტრი სამი პრემიერმინისტრის დროს იყო, განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს იმისთვის, რომ "ინვესტიცია განახორციელოს ცხოვრების იმ ნაწილებში, რომლებიც უგულებელყოფილი ჰქონდა და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად".

თავის განცხადებაში უოლესმა აღნიშნა, რომ მისმა სამხედრო და პოლიტიკურმა კარიერამ ზიანი მიაყენა მას და მის ოჯახს.

"ჩემთვის პრივილეგია იყო ვემსახურო ამ დიდებულ ერს", - დაწერა უოლესმა სოციალურ ქსელ X-ში. საპასუხოდ პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ყოფილ მინისტრს გაწეული სამსახურისთვის.

თანამდებობის დატოვების შესახებ უოლესმა ჯერ კიდევ გასულ თვეში განაცხადა. ის ასევე არ გეგმავს მომავალ არჩევნებზე პარლამენტში კვლავ კენჭი იყაროს.