დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა 12 იანვარს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ დახმარებას აანონსებს - 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი. იგი მოიცავს დამატებით აღჭურვილობას საჰაერო თავდაცვისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, ათასობით ჭურვს. სწავლება ასევე ჩატარდება კიდევ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცისთვის", - განაცხადა სუნაკმა.
ბრიტნეთის პრემიერმა დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელი სამხედროებისთვის სხვადასხვა ტიპის დროების წარმოებისთვის 200 მილიონ ფუნტს გამოყოფს და ამასთანავე, ლიდერებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ისტორიულ შეთანხმებას.
"ჩვენ ასევე გამოვყოფთ 200 მილიონ ფუნტს ათასობით დრონების საწარმოებლად. ეს არის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც ნებისმიერმა სახელმწიფომ უკრაინას მიაწოდა", - თქვა რიში სუნაკმა.
თუმცა ინგლისის პრემიერმა არ დაადასტურა უკრაინაშივე იქნება წარმოებული თუ არა აღნიშნული დრონები.