დღეს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. ელისეის სასახლეში 20-მდე ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება.
კონფერენციის მონაწილეებს ვიდეოზარის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ევოპელი კოლეგები სამუშაო შეხვედრაზე ბოლო პერიოდში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო მიიწვია.
"ჩვენ გვინდა, ძალიან მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ პუტინს, რომ ის არ გაიმარჯვებს და უკრაინის საკითხზე ევროპა ერთიანია", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
კონფერენციას დაესწრებიან გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი, ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი და ნიდერლანდების პრემიერი, მარკ რუტე. ასევე, საკნდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შეერთებული შტატებისა და კანადის წარმომადგენლებიც.