დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. სხდომა ორ საათში უნდა დაიწყოს.
ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.
"ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რიგ საკითხებს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას", - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში, რომლითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს 17 და 18 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრებზე იწვევს.
წერილიდან ირკვევა, რომ სამიტზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა იქნება.